ფილიპინებში ძლიერ ქარიშხალს მინიმუმ 30 ადამიანი შეეწირა

ფილიპინებში ძლიერ ქარიშხალს მინიმუმ 30 ადამიანი შეეწირაფილიპინებს ძლიერი ქარიშხალი „რაი“ დაატყდა თავს. BBC-ის ინფორმაციით, ქარის სიჩქარემ 195 კმ/სთ-ს გადააჭარბა. გამოცემის ცნობით, „რაი“ ფილიპინებში მიმდინარე წლის ყველაზე ძლიერ ქარიშხლად შეფასდა. სტიქიურმა უბედურებამ ქვეყანაში ასობით შენობა დააზიანა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 3 მილიონზე მეტ ადამიანს.

ფილიპინების სტიქიური უბედურებების სააგენტოს ცნობით, ქარიშხალს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათობით პირი კი დაკარგულად ითვლება.

მაშველებს მოსახლეობა საშიში ზონიდან გამოჰყავთ. წინასწარი მონაცემებით, ქარიშხალმა „რაიმ“ ფილიპინებს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა.

იპნ