ფილიპინებში შტორმის შედეგად 208 ადამიანია დაღუპული

ფილიპინებში შტორმის შედეგად 208 ადამიანია დაღუპულიფილიპინებში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა.

დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი, ამ დრომდე ეძებენ 52 ადგილობრივს.

სტიქიის ზონაში, დაზარალებულების დასახმარებლად, ათასობით სამხედრო და მეხანძრეა მობილიზებული.

სამაშველო სამუშაოებში მოხალისეებიც მონაწილეობენ.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი, 4 მილიონ დოლარს აჭარბებს.
 პრაიმ ტაიმი