ფოთის ყოფილ მერ ირაკლი კაკულიას 8 წელი მიესაჯა

ფოთის ყოფილ მერ ირაკლი კაკულიას 8 წელი მიესაჯაფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

საქმე ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება.

პატიმრობა მიესაჯა ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ სხვა მაღალი თანამდებობის პირებსაც.

ფოთის ყოფილი მერი, იმჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია  და რამდენიმე პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა.

2020 წლის თებერვალში სასამართლომ დაკავებული პირები გირაოთი გამოუშვა.

რუსთავი 2