გუშინ, 29 დეკემბერს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ბავშვია.
ავარიის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 მოზარდია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა მსუბუქ ავტომანქანას.
სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებული მოზარდები ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 2 ზრდასრული – ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში. ექიმებს ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი დახვდათ.
3 დაშავებული ბავშვი ქირურგიულ განყოფილებაშია, ერთ-ერთი მათგანი 1 წლის და 5 თვისაა. მათ აღენიშნებათ ჭრილობა სკალპზე და თავის ტვინის შერყევა. ერთი მოზარდი კი შედარებით მსუბუქადაა დაშავებული, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.
ბათუმელები