ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით დაკავებულია 4 ადამიანი. ოთხივე წარსულში ნასამართლევია.

გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირები ბორჯომში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს ფულს სისტემატურად სძალავდნენ, საქმეში დევს აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საუბარია ორ დანაშაულებრივ ეპიზოდზე – ერთი არის ბორჯომის შემთხვევა, სადაც სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან ლაშა ჯავახაძე, ნიკოლოზ შელია და დავით წიქარიშვილი, მათ ბრალად ედებათ ადგილობრივი ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვა, ასევე ბიზნესმენის შვილს იძულებით დაათმობინეს ავტომობილი.

გამოძიებამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი დანაშაულის დამადასტურებელი ფარული ჩანაწერები მოიპოვა, სადაც დაზარალებული ბიზნესმენი დახმარებას ასევე კრიმინალური სამყაროს სხვა წარმომადგენლებს სთხოვს და არის ერთგვარი შეთანხმება, რომ ჩამორთმეული ავტომობილი ბიზნესმენის შვილს დაუბრუნდეს.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ფაქტი ქუთაისში მოხდა. კრიმინალური “ავტორიტეტი” ირაკლი დანგაძე, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია სოხუმსკის შვილი, ადგილობრივ ბიზნესმენს 15.000 დოლარს და ავტომობილის დათმობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ამ შემთხვევაშიც გამოძიებამ მოიპოვა ფარული ჩანაწერი, სადაც ირაკლი დანგაძე ბიზნესმენს ემუქრებოდა.