ქუთაისთან ავარიაში ბიჭი და გოგონა არიან დაღუპული – ახალი დეტალები

ქუთაისთან ავარიაში ბიჭი და გოგონა არიან დაღუპული - ახალი დეტალებიქუთაისთან მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ცოტა ხნის წინ მდინარე წყალწითელასთან, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ხიდის მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა.

მერსედესის მარკის ავტომობილში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი, ბიჭი და გოგონა, ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომმა დანარჩენმა სამმა პირმა კი მდინარეში გაცურვა მოახერხა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში კლინიკაში გადაჰყავს.

მდინარეში გადავარდნილი ავტომობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს. მდინარიდან ამოსვენებულია 2 დაღუპულის ცხედარიც.

ხიდზე დანგრეულია მოაჯირი, ავტომობილი კი ათეულობით მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილზე ამ დრომდე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ტრაგედიის ადგილზე მისული არიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.

მთავარი