თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წინააღმდეგ პროცესი ჩანიშნა. სარჩელის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. რატი ბრეგაძე ლონდა თოლორაიას იმ დასკვნას ასაჩივრებს, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება უკანონობა იყო.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებას მაკონტროლებელი უწყების არსებობა მოქმედების თავისუფლებაში ხელს უშლის.
ბუნებრივია, მაკონტროლებელი “ქართულ ოცნებას” არ უნდა და არ აწყობს, რომ რაიმე ფორმით ვინმე აკონტროლებდეს და ზღუდავდეს მათ მოქმედებებს. მართლა ხომ არ უნდა გამოვაკრათ აბრა, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც არის დამყარებული დიქტატურა. პრინციპში, ეს არის ივანიშვილი ოლიგარქიული დიქტატურა. ახლა უბრალოდ ბერკეტი არ აქვთ, თრემ სახალხო დამცველსაც გააუქმებდნენ დარწმუნებული ვარ, – თქვა უდუმაშვილმა.

