რუსეთმა უკრაინის საზღვართან 175.000 ჯარისკაცი განალაგა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 175.000 ჯარისკაცი განალაგააშშ-ის დაზვერვის სამსახურის ვარაუდით, რუსეთს რამდენიმე თვეში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის განხორციელება შეუძლია, რადგან მას საზღვრის გასწვრივ 175.000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.

დაზვერვა სიტუაციას აფასებს, როგორც ,,გამაოგნებელ ესკალაციას“, რომლის შესახებაც ბაიდენმა გაფრთხილება გააგზავნა და თქვა, რომ აღნიშნული მძიმე შედეგს მოიტანდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, საზღვარზე განლაგებული აღჭურვილობა საკმარისი იქნება წინა ხაზის ძალების მოსამარაგებლად შვიდიდან 10 დღემდე, ხოლო სხვა დამხმარე დანაყოფების მოსამარაგებლად – ერთი თვის განმავლობაში.

დაზვერვის სამსახურის ადრინდელ ინფორმაციაში, რომელიც პირველად ვაშინგტონ პოსტის მიერ გავრცელდა, წერია, რომ რუსეთს შეუძლია შეტევა დაიწყოს 2022 წლის დასაწყისში 100 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფით.

იპნ