ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით აღმაშენებლის გამზირზე “ჰიუნდაისა” და “ლექსუსის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახნენ, “ლექსუსის” მარკის ავტომობილი ინერციით ბორდიურზე ავარდა, ამოტრიალდა და გაჩერებულ “ტოიოტას” მარკის ავტომობილს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფო რუსთავი