„ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან შერიგებაზე საუბარი ფარსია. მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას რევოლუციისა და არჩევნებში მოგების შანსი არ აქვს, რადგან მის უკან ხალხი არ დგას:
„ნაცმოძრაობას არავითარი შანსი რევოლუციის და არჩევნების მოგების ამ ქვეყანაში არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო – მის უკან არ დგას ხალხი.
ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შერიგებაზე განცხადება იყო ძალიან მარტივად გაშიფვრადი ტაქტიკური ნაბიჯი მისი მხრიდან, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა და ეს ყველაფერი დაადასტურა კიდევ ერთხელ იმ განცხადებამ, რომელიც 21 დეკემბრის აქციას ან ზოგადად აქციებს უკავშირდება. მათი რეალური ბუნება ვერ შეიცვლება.
მათი ბუნება არის ის, რომ მუდმივად არიან მიდრეკილი დესტრუქციისკენ, ქვეყნის, სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედებებისკენ, ამას ისინი ვერ მოიშლიან, აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან შერიგებაზე თუ დეესკალაციაზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი და ბუნებრივია, ამ ფარსს ვერ გავყვებით. ჩვენ გავყვებით იმ მოცემულობას რაც არის სინამდვილე, სინამდვილე არის, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა”, – აცხადებს კობახიძე.

