საგარეჯოში ტოიოტა მეორე მანქანას დაეჯახა – ტოიოტას მძღოლი დაიღუპა

საგარეჯოში ტოიოტა მეორე მანქანას დაეჯახა - ტოიოტას მძღოლი დაიღუპამსხვერპლით დასრულდა ავარია საგარეჯოში.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თბილისისკენ ცენტრალურ გზაზე მოძრავი  “ტოიოტას” მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ მსუბუქი მანქანას შეეჯახა.

შედეგად ადგილზე გარდაიცვალა “ტოიოტას” მძღოლი, რამდენიმე ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის მუხლით დაიწყო.