საგარეჯოში მანქანა გაზის მილს დაეჯახა – მძღოლი დაიღუპა

საგარეჯოში მანქანა გაზის მილს დაეჯახა - მძღოლი დაიღუპასაგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.

25 წლამდე კაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა.