სალომე ზურაბიშვილი: „3 წელი დამრჩა და ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო“

სალომე ზურაბიშვილი: „3 წელი დამრჩა და ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო“პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თავს ვალდებულად თვლის შერიგების პროცესი დაიწყოს:

„ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს [შერიგების] პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი. ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ დავიწყოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა…ყველა დარგი არის პოლარიზებული. დაიწყება კონსულტაციები, ყველა სფეროს მონაწილეობით”- განაცხადა ზურაბიშვილმა.