2022 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე საფრანგეთი გახდება. საფრანგეთი თავმჯდომაროებას როტაციის პრინციპით 6 თვით სლოვენიისგან გადაიბარებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანულ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისთვის დიდი პატივია და ერთიანობის მისაღწევად საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს.
„ერთი წინადადებით რომ მომიწიოს ევროკავშირის პრეზიდენტობის მიზნების მიმოხილვა, რომელიც გაგრძელდება 1 იანვრიდან 30 ივნისამდე, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ევროპული თანამშრომლობიდან ძლიერ ევროპამდე უნდა გადავიდეთ, რომელიც იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტს“, – განაცხადა მაკრონმა.
იპნ