საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგოადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა, რადგან 2013 წლის 17 მაისს აქტივისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.

აღნიშნულის შესახებ “საიას” ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს:

“სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააისრა იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს ვერ უზრუნველყო აქტივისტების უსაფრთხოება და დანაშაულების სათანადო გამოძიება.

ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდება 5 ივლისის მოვლენების დროს ხელისუფლების უნიათობა და ძალადობის წახალისება”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.