შეხვდება თუ არა ზურაბიშვილს სააკაშვილის ბიძა

შეხვდება თუ არა ზურაბიშვილს სააკაშვილის ბიძააპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მესამე პრეზიდენტის ბიძა – თემურ ალასანია “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს “მშვენივრად, კარგად” იცნობს.

თემურ ალასანია აცხადებს, რომ ზურაბიშვილს კრიზისის მოგვარება შეუძლია. პრეზიდენტის ბიძა აღნიშნავს, რომ მოქმედ პრეზიდენტთან ურთიერთობას პროტოკოლის დაცვა სჭირდება.

კრიზისიდან გამოსავალი შეიძლება მის ხელში იყოს, თუ პრეზიდენტი გამოიჩენს მოქალაქეობასა და ვაჟკაცობას. თუ მას ეყოფა სიმართლისადმი ლოიალობა, მაშინ კი (შვხვდები)”- თქვა ალასანიამ.
მისი თქმით, სააკაშვილს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება, ამიტომ მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის მზად არის ყოველგვარი პროტოკოლი დაარღვიოს და ყველას შეხვდეს, ვისაც მისი გადარჩენა შეუძლია.

მზად ვარ ვეკონტაქტო ყველას, დავარღვიო ყველანაირი პროტოკოლი, წავიდე ყველანაირ პირადულ დამცირებაზე ოღონდ მივაწვდინო ხმა ისეთ ადამიანს, ამ საკითხის გადაწყვეტას საკუთარ თავზე აიღებს”- დასძინა მან.

ტვ პირველი