– შემოგვიცვივდნენ სახლში, თითქოს რეციდივისტები ვიყავით, აგვყარეს, დაგვყარეს და გამოგვიშვეს.
ამის შესახებ გერმანიიდან დეპორტირებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე საუბრობს, რომლის სპეცრეისიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
– საბუთები ყველაფერი წაღებული გვქონდა, მაგრამ მაინც ასე მოგვექცნენ, – დაამატა ქალმა.
საქართველოს 60-მდე მოქალაქე, ევროკავშირიდან გამოძევებულია და იძულებულია სამშობლოში დაბრუნდეს.
მორიგ დეპორტაციას დაექვემდებარნენ ის პირები, რომლებიც გერმანიასა და შვედეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ. ადამიანები რომლებიც ოჯახებით გაექცნენ გაუსაძლის ყოფას, ისევ საქართველოში დააბრუნეს.
მთავარი