თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე ავტოავარიას ემსხვერპლა

თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე ავტოავარიას ემსხვერპლასაპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე 57 წლის ასაკში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

მიქაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

ბოლოს 2012 წელს ის კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი გახლდათ. ზურაბ მიქაძე ფიგურირებდა ბუტა რობაქიძის გახმაურებულ საქმეში.

მან ამ საქმეზე ჩვენება სასამართლოშიც მისცა.