თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 2 მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ორი მამაკაცი, სავარაუდოდ ირანის მოქალაქეები არიან, რომელთაგან ერთი 33-წლამდე, ხოლო მეორე 40 წლამდე ასაკის იყო.
კომპანიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში სავარაუდო CO-ს დაგროვება ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
„საქართველოს მოქალქეები არ არიან. ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი დაგვხვდა ადგილზე, რომელიც მანამდე ჩვენს მიერ იყო ჩახსნილი და თვითნებურ მიერთებას ჰქონდა ადგილი, რამაც სავარაუდოდ CO-ს დაგროვება. აღსანიშნავია რომ ბინა იყო გაქირავებული. სტატისტიკურად ხშირად სწორედ გაქირავებულ ბინებში არის უმეტესი ასეთი შემთხვევები“, – აცხადებენ “თბილისი ენერჯიში”.
იპნ

