თემურ ალასანიას თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაკითხავენ

თემურ ალასანიას თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაკითხავენთბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ალასანიას დაკითხავენ. მიხეილ სააკაშვილის ბიძის დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მას შემდეგ გადაწყდა, რაც მან შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა.

ის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე,  2018 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხება.

გამოძიებას შსს-ს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აწარმოებს.

ალასანია საქართველოში 2 დღის წინ დაბრუნდა.