უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქის ბრუსილივის რაიონში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„7 დეკემბერს, ჩერნიგოვის ოლქის სოფელ ბრუსილივთან, ჩერნიგოვი-გრემიაჩის გზაზე, სატვირთო მანქანა ჩერნიგოვი-სოსნიცის მარშუტზე მოძრავ სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა“, – აცხადებენ სამსახურში.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
იპნ