ვარკეთილში მამაკაცმა ორსული ცოლი საკუთარი დის თვალწინ მოკლა

ვარკეთილში მამაკაცმა ორსული ცოლი საკუთარი დის თვალწინ მოკლასაზარელი მკვლელობა თბილისში – ქმარმა 22 წლის, ორსული ცოლი მოკლა. შემთხვევა ვარკეთილში ცოტა ხნის წინ მოხდა.

მთავარის ცნობით, 5 ჭრილობა ორსულ ცოლს კაცმა თავისი 13 წლის დისა და 1 წლის შვილის თვალწინ მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, უცნობია.

ცნობილი ხდება, რომ მოკლულ ქალს 1 წლის შვილი ჰყავდა.

ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. “კურიერის” ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.