ჟინვალში ავარიას კიდევ 1 პირი შეეწირა

ჟინვალში ავარიას კიდევ 1 პირი შეეწირაჟინვალში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შედეგად რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, კიდევ ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი შეეწირა. გარდაცვლილი ერთ-ერთი დაშავებული მგზავრია რომელიც კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 5 მგზავრი, რომელთაგან 3 არასრულწლოვანია. დაშავებულთა შორის მოლდოვას მოქალაქეები არიან.

ავარიას ჟინვალში დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა, არსებული ინფორმაციით ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გუდაურის მიმართულებით გადაჰყავდა წყალსაცავში გადავარდა.

ამ წუთებში დაშავებულები ადგილობრივი კლინიკებიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

რუსთავი 2