ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ორი ადამიანი. დედა-შვილი, რომლებიც ბულგარეთიდან იყვნენ ჩამოსულები.
რაც შეეხება მომხდარს არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამოც ის გზიდან ხევში გადავარდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.
როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.