მსახიობმა ლაშა გურგენიძემ, სიცრუის დეტექტორში თავისი ბავშვობის მძიმე პერიოდზე ისაუბრა და თქვა რომ რაღაც პერიოდი წყნეთის ბავშვთა თავშესაფარში გაატარა, რადგან დედას არ ჰქონდა იმის საშუალება რომ ერჩინა.
“6 წლის ვიყავი რომ დედამ მითხრა წყნეთის ბავშვთა სახლში უნდა წახვიდეო… ძალიან ცუდათ ვიყავი… ვურეკავდი, ვტიროდი და ვთხოვდი დედა, აქედან წამიყვანე მეთქი” – ამბობს იგი.