საქართველოს მასშტაბით, ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, თბილისში 12 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 3 პაციენტი.
მათი განმარტებით, რეგიონებში კვებითი ინტოქსიკაციის 29 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 12 ადამიანი.
რაც შეეხება ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ფაქტს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღნიშნავენ, რომ ასეთი 231 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 97 თბილისში დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 20 პაციენტი.
მათივე მონაცემებით, რეგიონებში დაფიქსირებულია 134 ასეთი შემთხვევა, ხოლო ჰოსპიტალიზებულია 40 პაციენტი.
იპნ