,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, არ აღიარებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობისა და კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი მკვეთრად დაეცა.
– დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერი ბატონ ღარიბაშვილის სახით, რომელიც არის პატრიოტი, ვაჟკაცი და საქმეზე უაღესად ორიენტირებული, ქვეყნის ინტერესების დამცველი, ნამდვილად ღირსეული პრემიერი.
ის კვლევები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ერთია და მეორეა საზოგადოების, ამომრჩევლის განწყობა, რაც კარგად დავინახეთ არჩევნებში – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი უკმაყოფილების ისტორიულ ზღვარზეა, გამოკითხულთა 35% მის საქმიანობას ცუდად აფასებს.
ტვ პირველი