უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა, – ინფორმაციას მედიასაშუალებები უკრაინაში ამერიკის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული უსაფრთხოების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე კიევშია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ტვირთი მოიცავს დაახლოებით 200.000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით.
„ეს დახმარება ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მიმართ რუსული აგრესიის მზარდ ფონზე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
იპნ