ათენში თოვლმა პრობლემები შექმნა

ათენში თოვლმა პრობლემები შექმნასაბერძნეთის დედაქალაქ ათენში დიდთოვლობის გამო საჰაერო მიმოსვლა და სახმელეთო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, ასობით მძღოლი ავტომაგისტრალზეა ჩარჩენილი.

სამაშველო ჯგუფები მძღოლების დახმარებას ცდილობდნენ.

ადგილობრივ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ჯარისკაცებს მძღოლებისთვის საკვები, წყალი და თბილი პლედები მიაქვთ. თხუთმეტი მგზავრი დაშავდა საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში, როდესაც სარკინიგზო სატრანსპორტო მანქანამ თოვლში ჩარჩენილი მატარებლის გაყვანა სცადა, რომელშიც დაახლოებით 200 მგზავრი იმყოფებოდა. ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

დიდთოვლობის გამო დედაქალაქში მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა შეჩერებულია. კუნძულ ევიაზე კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ცენტები დაიხურა, დღეს არ იმუშავებს სკოლები, არააუცილებელი პროდუქციის მაღაზიები და ბანკები.

ბერძნულმა გადამზიდავმა ეგან ეირლაინზმა ორშაბათს დაგეგმილი თითქმის ყველა რეისი გააუქმა და განაცხადა, რომ ფრენები, სავარაუდოდ, დღეს და ხვალაც ჩაიშლება.

იპნ