ავღანეთში მიწისძვრა მოხდა – 22 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში მიწისძვრა მოხდა - 22 ადამიანი დაიღუპაავღანეთის დასავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ პროვინცია ბადღისში, რომელიც თურქმენეთს ესაზღვრება, ასობით შენობა გაანადგურა.

„სამწუხაროდ, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, 4 კი – დაშავებულია“, – განაცხადა პროვინციის ადმინისტრაციის ინფორმაციისა და კულტურის დირექტორმა ბაზ მოჰამად სარვარიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად ყადისის რაიონი დაზარალდა.

იპნ