ავსტრიის პარლამენტმა სავალდებულო ვაქცინაციას დაუჭირა მხარი

ავსტრიის პარლამენტმა სავალდებულო ვაქცინაციას დაუჭირა მხარიავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ, 137 ხმით 33-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა მთავრობის შეთავაზებას, რომელიც ზრდასრული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტს პარლამენტის ზედა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება, რის შემდეგაც მას ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

კანონი, დიდი ალბათობით, 1 თებერვლიდან ამოქმედდება და ავსტრია გახდება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. არავაქცინირებულ მოქალაქეებს მარტის შუა რიცხვებიდან 3.600-მდე ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა ვოლფგანგ მიუკშტაინმა პარლამენტის ქვედა პალატის გადაწყვეტილება პანდემიასთან ბრძოლაში დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

სავალდებულო ვაქცინაციის წესი, სავარაუდოდ, 2024 წლამდე დარჩება ძალაში.

იპნ