ბაიდენი აშშ-ის ჯარს აღმოსავლეთ ევროპაში გადაიყვანს

ბაიდენი აშშ-ის ჯარს აღმოსავლეთ ევროპაში გადაიყვანსაშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს ქვეყნებში აშშ-ს ჯარების გადაყვანა იგეგმება.

პენტაგონს დაახლოებით 8.500 ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით მზადყოფნაში ჰყავს.

„უახლოეს პერსპექტივაში, მე გადავიყვან ჯარებს აღმოსავლეთ ევროპასა და ნატო-ს ქვეყნებში, თუმცა არც ისე ბევრს “, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში დაბრუნებისას.

მანამდე პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ 8.500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით. მისი თქმით, აშშ-ს ჯარების დიდი ნაწილის გაძლიერებულ მზადყოფნაში მოყვანის მიზანია ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების გაძლიერება. თუმცა მან დასძინა, რომ ისინი მზად იქნებიან ნებისმიერი სხვა საგანგებო სიტუაციისთვისაც.

იპნ