ბაკურიანში ოპოზიცია ნუნუ თამაზაშვილის ტყეში არ შეუშვეს

ბაკურიანში ოპოზიცია ნუნუ თამაზაშვილის ტყეში არ შეუშვესბაკურიანში ხმაური და დაპირისპირებაა. ოპოზიცია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის მიწების გადაფორმებას აპროტესტებს, ადგილზე ჩავიდა. ოპოზიციის წევრები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს გადაეცა, თუმცა მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. პოლიციასთან ერთად “ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივები მოაბილიზა, რომლებიც ოპოზიციის წევრებს და ჟურნალისტებსაც დაუპირისპირდნენ.

– პოლიციის კორდონი დაგვხვდა, ხედავთ რომ პოლიციას გადაკეტილი აქვთ გზა. ტყეში გვინდოდა მისვლა, ის ტერიტორია რაც გადასცეს ნუნუკა თამაზაშვილს. იცავენ ღარიბაშვილის ქონებას. ვისგან იცავენ, უდიდესი ტრაგედიაა თვითონ მშიერი ხალხია. პოლიციასთან ერთად მოიყვანეს ეს ხალხი.ეს არის ღარიბაშვილის სახე. მათ აინტერესებთ საკუთარი ქონება და ფუფუნება, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ბაკურიანში, 6 ათასი კვადრატული ფართობის ტყე ღარიბაშვილის ცოლს 49 წლიანი იჯარით გადაეცა.  ხაბეიშვილის თქმით, მიწები კვლავ ბაკურიანის მოსახლეობას უნდა დაუბრუნდეს. ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომ ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდეს ის ტერიტორია, რომელიც ღარიბაშვილმა ცოლს აჩუქა.

ტვ პირველი