ბათუმში 3 მანქანას საბურავები დაუჭრეს

ბათუმში 3 მანქანას საბურავები დაუჭრესბათუმში ე.წ გოროდოკის დასახლებაში სამ ავტომანქანას საბურავები დაუჭრეს.

ადგილობრივების განმარტებით შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

ერთ ერთი მეპატრონე მომხდარს პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. ლელა ჩხაიძის თქმით, იგი ოპოზიციის, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის მომხრეა, ერთი წლის წინ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნითაც გაათავისუფლეს, დღეს კი მანქანა დაუზიანეს.

სხვა მანქანების მეპატრონეები კი ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ.

მთავარი