ბათუმში კორპუსის 2 სადარბაზო მცხოვრებლებმა დატოვეს

ბათუმში კორპუსის 2 სადარბაზო მცხოვრებლებმა დატოვესბათუმში, ჯავახიშვილის 47 ნომერში, 5 სართულიანი კორპუსის 2 სადარბაზო მაცხოვრებლებმა დატოვეს – მიზეზი ერთ-ერთ მზიდ სვეტზე ბზარის გაჩენა გახდა.

მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მოქალაქეებს საცხოვრებლის დატოვების შესახებ 4 იანვარს გვიან ღამით შეატყობინეს.

მუნიციპალური სერვისების სამსახურის ინფორმაციით, შენობაზე უკვე დანიშნულია ექსპერტიზა.

დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა კორპუსი უსაფრთხო და რა სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

ვიდრე ექსპერტიზა მუშაობას დაასრულებს, აღნიშნული ოჯახების დროებით საცხოვრებელს მერია უზრუნველყოფს.

რუსთავი 2