ბლინკენი – “შევთანხმდით, რომ რუსეთს წერილობით ვუპასუხებთ”

ბლინკენი - "შევთანხმდით, რომ რუსეთს წერილობით ვუპასუხებთ"აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას მოსკოვის მიერ წამოჭრილ წუხილებს წერილობით უპასუხებს. ამის შესახებ ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაზეც დღეს შევთანხმდით, ისაა, რომ მომავალ კვირას მათ ჩვენს იდეებს წერილობით გავუზიარებთ – ჩვენ პასუხს მათ წუხილებზე. წერილობითი სახით გავუზიარებთ ჩვენს წუხილებსაც”, – განაცხადა ბლინკენმა.

როგორც სახელმწიფო მდივანმა დასძინა, იდეების წერილობითი გაცვლის შემდეგ მხარეები ერთმანეთს ხელახლა შეხვდებიან.

„თავდაპირველად, როგორც მინიმუმ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, თუმცა თუ ეს სასარგებლო იქნება და სიტუაციას დაძრავს, ჩვენ სავსებით მზად ვართ, რომ ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრაც გაიმართოს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

იპნ