ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომი-ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე – ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს მოტეხილობები აქვთ და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო იყო მობილიზებული.
მთავარი

