ბრიტანეთი ნიღბების და კოვიდ საშვების ტარების ვალდებულებას აუქმებს

ბრიტანეთი ნიღბების და კოვიდ საშვების ტარების ვალდებულებას აუქმებსდიდი ბრიტანეთი კოვოდრეგულაციებს ამსუბუქებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა.

აღნიშნული მოიცავს უმეტეს სივრცეში ნიღბების ტარების მოთხოვნის გაუქმებას, 27 იანვრიდან კოვიდის საშვის წარდგენის ვალდებულების და დისტანციური მუშაობის რეკომენდაციის გაუქმებას.

თუმცა გეგმის მიხედვით, ადამიანებს ჯერ კიდევ დასჭირდებათ თვითიზოლაცია ინფიცირების შემთხვევაში, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება.

სკოლის მოსწავლეებს ხვალიდან აღარ დასჭირდებათ ნიღბების ტარება საკლასო ოთახებში, ხოლო საჯარო სივრცეში მათი გამოყენება მომავალი ხუთშაბათიდან სავალდებულო აღარ იქნება.

პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ Omicron ვარიანტი “უკან იხევს”, რაც ნიშნავს გაერთიანებული სამეფოს ცხოვრების ახალ თავს კოვიდთან ერთად.

პრემიერი ასევე აცხადებს, რომ მოგზაურობასთან დაკავშირებული რეგულაციები განახლდება, რომლის შესახებაც დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დიდ ბრიტანეთში ოთხშაბათს 108.069 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 359 დაიღუპა.

იპნ