“დანა მუცელში დაურტყამს” – გორში ვანო კუთარაშვილმა ტყუპისცალი მოკლა

"დანა მუცელში დაურტყამს" - გორში ვანო კუთარაშვილმა ტყუპისცალი მოკლაშიდა ქართლში,ახალსოფელში ძმამ  ძმა მოკლა. 31 წლის ვანო კუთარაშვილმა საკუთარ ტყუპისცალს სამზარეულოს დანით ჭრილობა  მიაყენა.

დაპირისპირება დედმამიშვილებს შორის სუფრასთან დაიწყო.

მეზობლების ცნობით, ძმები ბედობის ღამეს სუფრასთან ისხდნენ, ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და მათ  შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსა ერთმა ძმამ მეორეს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. ამ დროს ადგილზე იყვნენ ძმების მშობლებიც, მაგრამ მათ შვილების შეჩერება ვერ შეძლეს. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მას გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

– ალბათ ერთი გაუბრაზდა მეორეს, წამოავლო დანას ხელი, შეიძლება არც უნდოდა დარტყმა, მაგრამ მაინც დაურტყამს. 1 ჭრილობა ჰქონდა, ღვიძლის მხარეს ჰქონდა დარტყმული, – უთხრა კურიერს მეზობელმა.

– ვარაუდით ვამბობთ, რომ ეშველებოდა, რომ თავის დროზე წაყვანათ, ალბათ დამალეს, ან ცდილობდნენ იქნებ ვუშველოთო, მილიციისაც ხო იცით, ერიდებათ. ეგონათ, რომ ალბათ გადარჩებოდა, თორემ რატომ დააგვიანებდნენ, – უთხრა მთავარს სხვა მეზობელმა.
“გორმედში” ამბობენ, რომ კლინიკაში შეყვანის დროს კაცს დაახლოებით 3 ლიტრი სისხლი უკვე დაკარგული ჰქონდა, მას გული გაუჩერდა და, გაწეული დახმარების მიუხედავად პაციენტი ვერ გადაარჩინეს.

დანაშაულში ბრალდებული ძმა დაკავებულია და მას დანაშაულის  დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.