“ქართული ოცნება” დიდი საკადრო გადაადგილებისთვის ემზადება. დასავლეთისა და სტატეგიული პარტნიორების შტურმის შემდეგ ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებში ელჩებს მასობრივად ცვლის, ცვლიან საგარეო საქმეთა მინისტრსაც.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, დავით ზალკალიანს “ოცნებიდან” ერთხელ უკვე წასული და შემდეგ დაბრუნებული ვიქტორ დოლიძე ჩაანაცვლებს. აღნიშნულ ვერსიას მისი ძმის გადაწყვეტილებაც ამყარებს.
ლევან დოლიძემ, რომელიც თბილისის საკრებულოში გახარიას პარტიული სიით შევიდა, მანდატი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დატოვა.
,,პირველების” ინფორმაციით, დავით ზალკალიანი ამერიკაში საქართველოს ელჩად გადაჰყავთ, ხოლო დავით ბაქრაძე, რომელიც ამჟამად ამერიკაში ელჩია, გაერო-ში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება.
,,ქართულ ოცნებაში” საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებენ.
ტვ პირველი