ერდოღანის შეურაცხყოფისთვის თურქი ჟურნალისტი ქალი დააკავეს

ერდოღანის შეურაცხყოფისთვის თურქი ჟურნალისტი ქალი დააკავესთურქეთის სასამართლომ ცნობილი ჟურნალისტის სედეფ კაბასის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით დაპატიმრების ბრძანება გასცა.

ბრალდება ანდაზამ გამოიწვია, რომელიც ჟურნალისტმა, როგორც ოპოზიციურ ტელევიზიაში საუბრისას, ასევე საკუთარ ტვიტერის გვერდზე გამოიყენა.

„არსებობს ცნობილი ანდაზა, რომლის თანახმადაც, გვირგვინის დადგმის შემდეგ, თავი უფრო ჭკვიანი ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიმართლე არაა. ხარი სასახლეში შესვლით მეფე ვერ ხდება, მაგრამ სასახლე იქცევა ბეღლად“, – განაცხადა ჟურნალისტმა.

ერდოღანის პრესმდივანმა ფაჰრეთინ ალტუნმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ღირსება ქვეყნის ღირსებაა და ის გმობს შეურაცხყოფას პრეზიდენტისა და მისი ოფისის წინააღმდეგ.

პრეზიდენტის შეურაცხყოფა ქვეყნის კანონის თანახმად 1 წლიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ერდოღანი პრეზიდენტი გახდა, პრეზიდენტის შეურაცხყოფის ფაქტზე 160.169 გამოძიება დაიწყო, 35.507 საქმე აღიძრა და 12.881 მსჯავრდებული გამოვლინდა.

იპნ