ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი იტალიაში გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი იტალიაში გარდაიცვალაევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, დევიდ სასოლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ის იტალიის ავიანოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გართულების გამო საავადმყოფოში გასულ თვეში მოათავსეს. ყოფილი ჟურნალისტი, დევიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა. 2019 წლის ივლისში კი ის ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.

იპნ