გარდაცვლილი ორსულის, სესილი ბუბუტეიშვილის, ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს

გარდაცვლილი ორსულის, სესილი ბუბუტეიშვილის, ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს19 წლის სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი იმ კლინიკის ექიმების უმკაცრესად დასჯას ითხოვს სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.  მშობიარე კლინიკაში 15 დეკემბერს ზუგდიდიდან შეიყვანეს. მედიკოსებმა საკეისრო კვეთისთვის მოამზადეს, თუმცა საოპერაციოში შესული ქალი კომაში ჩავარდა და რამდენიმე დღეში გარადაიცვალა.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ მშობიარეს გარდაცვალება ანესთეზიის ზედოზირებას ან ვადაგასული მედიკამნტის გამოყენებას მოჰყვა.

– სესილის ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, იყო სრულიად ჯანმრთელი. ქუთაისში იმიტომ წავიყვანეთ, რომ ექოსკოპიური დასკვნიდან გამომდინარე ბავში იყო გარდი-გარდმო. ოპერაციის პროცესში გაჩერდა გული, რამაც გამოიწვია შემდეგ ტვინის შეშუპება, რამაც შემდეგ გამოიწვია უკვე ფატალური შედეგი. ზუსტად არ იციან და არც მე ვიცი, რა მოხდა იმ დროს. მაგრამ მე გავდივარ კონსულტაციებს კომპეტენტურ ადამიანებთან და მაინც ყველა გზა, როგორც მეუბნებიან, მიდის ანესთეზიისკენ. ან არის გადაჭარბებული დოზა ან კიდევ უხარისხო მედიკამენტი, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
საკითხს ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს.

თუკი მომხდარში სისხლის სამართლებრივი დანაშაული გამოიკვეთება, საქმეში  საგამოძიებო უწყებები ჩაერთვებიან.

ტვ პირველი