გერმანიაში რუს მეცნიერ ილნურ ნაგაევს ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს

გერმანიაში რუს მეცნიერ ილნურ ნაგაევს ჯაშუშობაში ბრალი წაუყენესგერმანიის ფედერალურმა პროკურორმა რუს მეცნიერს, რომელიც ბავარიის უნივერსიტეტში იყო დასაქმებული, ბრალი წაუყენა.

გერმანიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბრალდებული ილნურ ნაგაევი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს კოსმოსური სარაკეტო პროგრამა არიანის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

ბრალდების დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 2019 წელს, ილნურ ნაგაევსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს შორის რეგულარული შეხვედრები იმართებოდა და ბრალდებულმა ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ 2 500 ევრო მიიღო.

ილნურ ნაგაევი 2021 წლის 18 ივნისს დააკავეს.

საბრალდებო დასკვნა, რომელიც 9 დეკემბრით თარიღდება, მიუნხენის რეგიონის სასამართლოშია შესული.

იპნ