გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი, კაია-ახიმ შენბახი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებაა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმებს, რადგან ოკუპირებულია. ამის შესახებ მან ინდოეთში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს და მას მხოლოდ იმ პატივისცემის მიღება სურს, რომელსაც ითხოვს და იმსახურებს.
შენბახმა საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება არაგონივრული იქნებოდა.
“საქართველო ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის. შეესაბამება თუ არა ის ალიანსის კრიტერიუმებს? – კი. გონივრულია, თუ არა მისი ნატოში წევრად მიღება? – არა,” – განაცხადა ყოფილმა სარდალმა.
რუსთავი 2