“გლდანში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი 30 წლის იყო… ოჯახი 3 დღის წინ გაიგუდა…” – ტრაგედიის ახალი დეტალები

"გლდანში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი 30 წლის იყო... ოჯახი 3 დღის წინ გაიგუდა..." - ტრაგედიის ახალი დეტალებიგლდანში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა და გარდაცვლილები ბინაში დღეს ნახეს.

როგორც ოჯახის ახლობელმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გარდაცვლილი ცოლ-ქმარი 30 წლამდე ასაკის იყო, ერთი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, ორი კი მცირეწლოვანი.

“ამ ოჯახის ახლობელი ვარ. ჩემი ახლობელი წინა კვირას შემხვდა – მითხრა, გლდანში ქირით გადავდივართ, 300 ლარს მთავრობა გვიხდის და 200 ლარი ჩვენ უნდა დავამატოთო. როგორც მითხრა, აქ უკეთესი პირობები ექნებოდა. როგორც გავიგე, უბედური შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა”, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

იპნ