გორში, კომბინატის დასახლებაში სახანძრო და სასწრაფო ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები, მიზეზი ორ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი იყო.
ირკვევა, რომ ცეცხლი შუახნის კაცმა გააჩინა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მოხდა.
ხანძრის შედეგად მამაკაცი თავადვე დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.
ტვ პირველი