განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ფინანსურმა პოლიციამ ორი მოქალაქე დააკავა.
უკანონო ქმედება იმერეთის რეგიონში დააფიქსირეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა უაქციზო სიგარეტი, მისი რეალიზაციის მიზნით, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების კუთვნილი ტრანსპორტით გადაზიდეს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 27.540 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 121.000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, – აცხადებენ უწყებაში.

