ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ისტორიული ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. ჰერცოგი ისრაელის პირველი პრეზიდენტია, რომელიც გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
მისი თქმით, ის ქვეყანას პრინც შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდის პერსონალური მიწვევით ესტუმრა.
“არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრინცმა შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდმა პერსონალურად მიმიწვია. მე მადლიერი ვარ მისი გამბედაობით, ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისა და მთელ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად მესიჯის გაგზავნისთვის, რადგან რეგიონის ხალხს სხვა ალერნატივა არ აქვს“, -განაცხადა მან.
ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი საამიროებს პირველად დეკემბერში ეწვია.