იტალიაში 50 წელს გადაცილებულთათვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

იტალიაში 50 წელს გადაცილებულთათვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდაიტალიაში 50 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, რეგულაცია უკვე შევიდა ძალაში და 15 ივნისამდე იმოქმედებს.

იტალიის ხელისუფლებამ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გასული წლის ოქტომბერში გახადა. ამასთან, ყველა დასაქმებულს სამუშაო ადგილზე შესვლამდე ვაქცინაციის საბუთის ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენება უწევს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 6 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 138.000 ადამიანი ემსხვერპლა.

იპნ